ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი სამართლიანი არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშს აკრიტიკებს და "იმანაამასუთხრაზე" დაფუძნებულს უწოდებს.
"აღქმებზე და "იმანამასუთხრაზე" დაფუძნებული დასკვნებით რომ იქნებოდა ეს ანგარიში გაჯერებული, მგონი ეს უკვე ამ ორგანიზაციის სტანდარტად იქცა და არც არავის უკვირს. მაგრამ ამ მოლოდინსაც კი გადააჭარბა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან - რომელმაც "სამართლიანი არჩევნების" მიერ უბნების 8%-ზე ბიულეტენების მეტობის მტკიცების სიყალბე დოკუმენტურად დაამტკიცა - სამართლიანი არჩევნების "დაბალი სტანდარტის მქონე" სადამკვირვებლო ორგანიზაციად მოხსენიების წარმოჩენა, როგორც ამ ორგანიზაციაზე "ზეწოლა". ანუ, რა ვქნათ ახლა, ორგანიზაციაზე, რომელიც ერთი თვე პარალელური დათვლის ნამდვილ შედეგებს უმალავდა საზოგადოებას და რვა თვე მეტობით ოქმების სიას, უბოდიშოდ კრიტიკული აზრის გამოთქმაც აკრძალულია?", - წერს ფეისბუქზე პაპუაშვილი.
სამართლიანი არჩევნების (ISFED) 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დროს სხვადასხვა დარღვევები გამოავლინა, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და ზეწოლა.